უკან

სამართალი

23 თებერვალი, 2026 11:41
font-size

თბილისსა და რეგიონებში აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, სამი სათბური, უპრეცედენტო რაოდენობის „მეთადონი“, დაკავებული არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს – აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი სამი სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ბუხრაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი“, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

„დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. სამართალდამცველების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, „კანაფის“ უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განაგრძობს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას“, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა

24 თებერვალი, 2026 , 17:33

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის

ბათუმში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

24 თებერვალი, 2026 , 11:58

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობი

საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

23 თებერვალი, 2026 , 17:14

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოტაჟის საქმეზე პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გვარამიას

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

23 თებერვალი, 2026 , 16:31

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს

23 თებერვალი, 2026 , 16:07

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, გია ონიანი, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები: ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლის უკანონო შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

23 თებერვალი, 2026 , 13:34

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე ალკოჰოლური პროდუქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი