უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
საზოგადოება


თბილისში ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი შეხვედრა-კონცერტი გაიმართა
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ – ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში იმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება.
პროექტის ფარგლებში 17 ივნისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში ალოიზ მიზანდარისადმი მიძღვნილი შეხვედრა-კონცერტი გაიმართა.
ალოიზ მიზანდარი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, პირველი დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი. ეს ნაწარმოები არის რომანსი “ჩვენ დავშორდით”, რომელსაც „ქართული მუსიკის საღამოებზე“ მის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, სახელოვანი პიანისტი თამარ ლიჩელი და სოპრანო მეგი ჩიხრაძე შეასრულებენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ალოიზ მიზანდარი იყო ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი. მისმა მოსწავლემ, ანა თულაშვილიმა კი უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული საფორტეპიანო სკოლის განვითარებაში.
ალოიზ მიზანდარმა პირველი სამუსიკო სკოლა დააარსა, რომელიც ჯერ სასწავლებლად, 1917 წელს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაიქცა.
“ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ქართულ მუსიკალურ კულტურაში. ის იყო პირველი ქართველი პიანისტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა”, -- აღნიშნა ღონისძიებაზე თამარ ლიჩელმა და დასძინა, რომ იგი სახელოვან უნგრელ პიანისტსა და კომპოზიტორ ფერენც ლისტთან ერთად დუეტებს ხშირად უკრავდა.
შეხვედრა-კონცერტზე ასევე უჩვენეს ლევან მიზანდარის დოკუმენტური ფილმი მიზანდარების შესახებ. როგორც თამარ ლიჩელმა განაცხადა, ამ ოჯახის წვლილი ქართული კულტურის წინაშე განუზომელია.
ცნობისათვის: “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” ფარგლებში პირველი კონცერტი 15 მაისს თბილისში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა. ქართული კლასიკური საღამოების კონცერტებსა თუ მასტერკლასებში მონაწილეობენ : თამარ ლიჩელი – პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი – პიანისტი, დავით ალადაშვილი – პიანისტი, ნატალია ქუთათელაძე – მეცოსოპრანო, გიგი პიანომენი – პიანისტი, ლიზი რამიშვილი – ჩელისტი, ვიქტორია ჩაპლინსკაია – პიანისტი, გიორგი შავერზაშვილი – პიანისტი და კომპოზიტორი, ნათია ქავთარაძე – პიანისტი, გიორგი ხაინდრავა – მევიოლინე, ნოდარ მდივანი – კლარნეტისტი, ქეთევან თავშავაძე – მევიოლინე, გივი გიგინეიშვილი – ბანი, მარიკა მაჩიტიძე – სოპრანო, ასაფ კლაინმანი – პიანისტი, ,,საქართველოს სინფონიეტა ”.
საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ისე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. კერძოს, აჟღერდება ზ. ფალიაშვილის, მ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის, ს. ბარდანაშვილის, ი.გეჯაძის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ს. ნასიძის, ნ. ჯანჯღავას ნაწარმოებები. გაიმართება ნაწარმოებების პრემიერებიც. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში, სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ საფორტეპიანო, კამერულ და ვოკალურ მუსიკას აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრების გამართვაა.
2025 წელს, გარდა კონცერტებისა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრა-მასტერკლასების მოწყობა.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაფუძნდა და არა მხოლოდ მუსიკოსთა წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკონცერტო სერიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, პარტნიორია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57