უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


თბილისში ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე, იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სკუდიერის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა დარჩია და გიორგი ახვლედიანი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ჩვენი ქალაქის წინაშე არქიტექტორ, ჯოვანი სკუდიერის დიდი დამსახურება აქვს.
„ძალიან ბევრი და ლამაზი არქიტექტურული ნაგებობა უკავშირდება მის სახელს, არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, მშრალი ხიდი მისი შემოქმედებაა. ჯოვანი სკუდიერი მეცხრამეტე საუკუნის გამორჩეული ხელოვანი იყო, რომლის მიერ შექმნილი არქიტექტურული ნაგებობები ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მისი შემოქმედების და სახელის უკვდავსაყოფად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - ამ ულამაზეს ქუჩას დავარქვით ჯოვანი სკუდიერი სახელი. მე მიხარია, რომ სწორედ ჩვენ მოგვიწია ამის გაკეთება, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების ინიციატივით, თბილისის საკრებულოს იტალიის ელჩმა მიმართა. ანტონიო ენრიკო ბარტოლის თქმით, სასიხარულოა, რომ თბილისობის დღესასწაულზე ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა.
„ეს არის დიდი პატივი. ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა იმ ადგილას, სადაც მისი შემოქმედების ნაწილია თავმოყრილი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობებმა იცოდნენ, ვინ იყო ჯოვანი სკუდიერი,- განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.
ჯოვანი სკუდიერის საქართველოში მოღვაწე არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა.
მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში (ახლანდელი ჩუღურეთისა და ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა.
საკვანძო სიტყვები:
ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე
22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29