უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
სამართალი


თბილისში, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ განმარტება გააკეთა.
დარახველიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილი. დარახველიძის თქმით, სამმართველოს შენობაში მყოფი, ინციდენტში მონაწილე ა.პ. შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. დარახველიძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.პ. გარდაიცვალა.
„მსურს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ. შსს-ს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ორი პირის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება მოგვიანებით ამავე რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირების დროს 1998 წელს დაბადებულმა ს.უ-მ და 1996 წელს დაბადებულმა დ.ს.-მ სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავის არეში დაზიანებები მიაყენეს 1987 წელს დაბადებულ ა.პ-ს. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.პ-მ ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა ს.უ-სა და დ.ს-ს. ხოლო ხოლო ა.პ-ს თანმხლებმა პირმა ი.ტ-მ ფიზიკურად იძალადა კონფლიქტში მონაწილე ს.უ-სა და დ.ს-ზე. მომხდარი ფაქტის შემდეგ როგორც დაპირისპირებაში მონაწილე, ისე მომხდარის შემსწრე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.
შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში იქნენ წარმოდგენილი. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულია დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც საზოგადოებისთვის ვასაჯაროებთ. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს შენობაში მყოფი ა.პ. დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და მოხდა მისი სტაციონარში გადაყვანა. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.პ. სამწუხაროდ, გარდაიცვალა. აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ პოლიციამ ჩატარებული გამოძიების შედეგად ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი უკვე დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. გამოძიების მიერ დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს. შსს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს და აქტიურ კომუნიკაციაშია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. მოვუწოდებთ საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებსა და მედიასაშუალების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ხელს შეუშლის გამოძიებას ობიექტურობის დადგენაში“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
18 სექტემბერი, 2025 , 20:10

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა
18 სექტემბერი, 2025 , 15:09

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ
18 სექტემბერი, 2025 , 13:53