უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 აპრილი, 2025 10:59
font-size

თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან ერთად, მერეთსა და ქვემო არცევში სპორტული მოედნები დაათვალიერა.

საფეხბურთო მოედნები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს სპორტული მოედნების მოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოების შესახებ, რაც ჩინეთის საელჩოსა და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ასევე სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ამჯერად, ჩვენ ვიმყოფებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე საპასუხოდ მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა. ახალგაზრდებისა და ბავშვების სიხარულისთვის, ასევე ადგილზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის წახალისებისთვის, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩინეთის ელჩს და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით და მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, მოხერხდა ამ სპორტული მოედნების მოწყობა. ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის და განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ამასთან, როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჭოუ ციენმა აღნიშნა, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ მინი სპორტული მოედნის გახსნის ცერემონიაში ამ სოფელში. ჩვენ ამ პროექტზე მსჯელობა ქალბატონ თეა ახვლედიანთან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავიწყეთ, რადგან ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი საბოლოოდ განვახორციელეთ და ეს არის სასარგებლო არამხოლოდ ბავშვებისთვის, ასევე, ვფიქრობ, ეს აჩვენებს მეგობრობას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

13 ოქტომბერი, 2025 , 12:53

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის გამ

თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ21

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ