პოლიტიკა
ტელეკომპანია „კავკასია“ დააყადაღეს - ნინო ჯანგირაშვილი
ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო ტელეკომპანიას. მან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„რახან უზარმაზარი ბიზნესიმპერიების მფლობელებს არ ერიდებათ წუწუნი, დავალიანებებსა და გრაფიკებზე ღიად ლაპარაკი, მოდი, მეც გეტყვით საინტერესო ამბავს, მით უმეტეს, რომ ხელისუფლების საინტერესო დამოკიდებულება იკვეთება „კავკასიის“ მიმართ. გუშინდელი მდგომარეობით კომპანიის საგადასახადო დავალიანება მიმდინარე, ანუ 15–ში დეკლარირებული და ძველი, ანუ გრაფიკით გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენდა 12 540 ლარს. გრაფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს, შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ, პრაქტიკულად ტელევიზიის პარალიზებას. ამჟამად დავალიანება შემცირებულია 8500 ლარამდე და დარჩენილ დავალიანებაზე ახალი გრაფიკის შესადგენად მივმართეთ საგადასახადოს. ვნახოთ, რას იზამენ. კობახიძის სპეტაკი სახით გაკეთებულ კომენტარი წარმომიდგენია ამ თემაზე და ამიტომ წინასწარ გავცემ პასუხს: თქვენი დეპუტატებივით ფოკუზნიკი კი არ ვარ, მიზერული შემოსავლებით სასწაულები მოვახერხო. დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს ამ ქვეყანაში. მადლობა, ბატონო ბიძინი, სისხლიანი რეჟიმისგან რომ გაგვათავისუფლეთ“, - დაწერა ჯანგირაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


