უკან

სამართალი

5 იანვარი, 2018 17:00
font-size

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმში მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული რუსლან ალდამოვისა და სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს.

კუბლაშვილის ინფორმაციით, ის სუს-ში იმყოფებოდა. მისი ვარაუდით, გაუთქმელობის ხელწერილი სხვა ადვოკატებსაც დაადებინეს.

ადვოკატის განცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით არ დასტურდება დაკავებულების კავშირი ტერორისტებთან. მან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ალდამოვს გაბრიელ სალოსზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებულის ფოტო უნდა აჩვენოს.

სუს-მა 2017 წლის 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომლის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა

2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

პროკურატურამ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

2 ოქტომბერი, 2025 , 18:49

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ მიიღო, რომელსაც ლაშა თავართქილაძე თავმჯდომარეობდა. ბაჩ

შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი

2 ოქტომბერი, 2025 , 11:14

შსს-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართ

ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს

2 ოქტომბერი, 2025 , 11:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენო

სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

1 ოქტომბერი, 2025 , 22:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდ

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

1 ოქტომბერი, 2025 , 18:06

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მ