უკან

საზოგადოება

7 მარტი, 2019 14:10
font-size

„თიბისი ბანკი“ საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან

„საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, “თიბისი ბანკის” მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას“. ამის შესახებ ნათქვამია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“თიბისი ბანკის”, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.

“თიბისი ბანკი” ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. “თიბისი ბანკის” აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში.

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, “თიბისი ბანკის” მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას.

სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით “თიბისი ბანკისა” და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3593.

ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი”, - ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ