პოლიტიკა
თქვენ მეორედ კლავთ ჩემს შვილს და ამის უფლებას არ მოგცემთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს - ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ საქმეზე გამოძიება თავიდან არ დაწყებულა.
„კარგია, როდესაც აღიარებთ შეცდომებს, ქალბატონო თეა.
თუ ამ საქმის გამოძიება პარალელურად მიდიოდა და დამნაშავეები ვერ აღმოაჩინეთ, ესე იგი კიდევ ამთკიცებთ თქვენივე უნიათობას.
თქვენ გგონიათ, მე არ ვიცოდი, რომ გამოძიება მიდიოდა და თქვენი და გახარიას სახით მფარველები ჰყავდა ამ საშინელ ტრაგედიას?
დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი, კიდევ ვინ მფარველობდა.
აქედან გამომდინარე არ ხართ თქვენ თანამდებობაზე დასატოვებელი, არცერთი.
მხოლოდ თანამდებობის დატოვება არაფერია, ესეც მინდა ვთქვა.
პასუხისგებაში ხართ ყველა მისაცემი, ვინც ცდილობდით საქმის შეკერვას.
თქვენგან განსხვავებით არაფერი აღარ მაქვს დასაკარგი.
თქვენ მეორედ კლავთ ჩემს შვილს და ამის უფლებას არ მოგცემთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს“, - დაწერა სარალიძემ ფეისბუკზე.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა ტვ იმედის გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა, რომ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა.
„ძიება თავიდან არ დაწყებულა, მე ამას პირველად ვამბობ ღია ეთერში, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა, აქციიდან დაბრუნების შემდეგ, მან დაუშვა, სამწუხაროდ, შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ, სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა. ძიება არ დაწყებულა თავიდან, თქვენ შეგიძლიათ ყოფილ პრემიერს ჰკითხოთ, ის დაგიდასტურებთ, რომ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა“, -დასძინა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


