უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მარტი, 2017 15:25
font-size

წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღევანდელ ბრიფინგზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები წარადგინა. ერთ-ერთი სიახლის მიხედვით, წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით ვეღარ ისარგებლებენ.

მინისტრის თქმით, ინდივიდუალურად და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით მოხდება იმის დადგენა, მიიღებს თუ არა მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებებს.

„მე, მაგალითად, 40 000-ზე მეტი შემოსავალი მაქვს, მე ვალდებული ვხდები, რომ ჩემთვის ვიყიდო კერძო სადაზღვეო პაკეტი, მაგრამ მე თუ მყავს 0-6 წლამდე ასაკის ბავშვი, მას შეუნარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის უფლება. მე თუ მყავს პენსიონერი მშობელი, მას ასევე შეუნარჩუნდება“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 32 00 ადამიანის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. მიუხედავად ამისა, რომ ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები არ იქნებიან, ისინი ისარგებლებენ სხვა სახელმწიფო პროგრამებით, მაგალითად, C ჰეპატიტის პროგრამითა და მშობიარობის დაფინანსებით.

რაც შეეხება სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, 0-5 წლამდე ბავშვებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს ისევ ექნებათ უფლება, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრული სერვისით. ასევე მათ ენიჭებათ პრივილეგია, გამოიყეენონ კერძო დაზღვევის ( შემავსებელი) პაკეტი.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

21 ნოემბერი, 2024 , 14:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2  უმნიშვნელოვანეს  შეხვედრას  გამართავს. ნაკრები დღ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და 19:00 საათზე თსუ-თან აქციას აანონსებენ

20 ნოემბერი, 2024 , 15:07

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და დღეს 19:00 საათზე თსუ-თან აქცი

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

20 ნოემბერი, 2024 , 12:54

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია