საზოგადოება
წელს 10 614-მა აბიტურიენტმა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო - მაია მიმინოშვილი
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, 27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილეთა 70%-ს შეადგენს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 10 614-მა აბიტურიენტმა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიმინოშვილის განმარტებით, ამ კატეგორიაში არიან როგორც სახელმწიფო გრანტის მფლობელები, ისე აბიტურიენტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ.
სახელმწიფო გრანტი დაახლოებით 6 500-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან 1 000-ზე მეტმა 100%-იანი დაფინანსება მიიღო, დაახლოებით 1 500-მა - 70%-იანი, 4 000-მა კი 50%-იანი გრანტის მოპოვება მოახერხა.
მიმინოშვილის ცნობით, ქართული ენის მომზადების პროგრამაზე 1 211 აბიტურიენტი ჩაირიცხა, მათ შორის ერთი ოსურენოვანი სტუდენტი. მან აღნიშნა, რომ წელს პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა გაიზარდა.
მიმინოშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტებში 14 969 თავისუფალი ადგილი დარჩა, სადაც არცერთი სტუდენტი არ ჩარიცხულა.
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიღებული ქულის ან კონკრეტული დავალების შეფასების გასაჩივრების შესაძლებლობით აპლიკანტთან 2%-მა ისარგებლა.
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

