უახლესი ამბები
- 31.01.2023 15:25ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
- 31.01.2023 15:14გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო
- 31.01.2023 13:53თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს
- 31.01.2023 13:15კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
- 31.01.2023 13:0842 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
- 31.01.2023 11:342022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელმა 10.1 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
არქივი
პოლიტიკა

ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ - ბრალდების ადრესატი მის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე საუბრობს
ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. „ოცნების“ PR ჯგუფთან დაახლოებული გია აბაშიძე ამბობს, რომ ბესელია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს გაურიგდა.
გია აბაშიძე Facebook გვერდზე წერს, რომ ეკა ბესელია „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელს დიდი ფულის სანაცვლოდ სასამართლოში მრავალმილიონიანი დავების მოგებას დაჰპირდა.
აბაშიძის ეს Facebook პოსტი დაასპონსორეს და მალევე სოციალური ქსელით გაავრცელეს. საინფორმაციო სააგენტო ontime.ge, რომელის მფლობელმაც აბაშიძის პოსტის ტირაჟირებაში ფული გადაიხადა, ახალი დაფუძნებულია და მის გვერდზე სოციალურ ქსელში ერთადერთი ინფორმაცია იძებნება, ისიც ეკა ბესელიას ეხება.
ინტერნეტ კამპანიას მთავარი ადრესატი გია აბაშიძეს ლონდონიდან გამოეხმაურა. ეკა ბესელია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ გარკვეულმა ძალებმა ომი დაიწყეს, გია აბაშიძე კი „ოცნების“ პრეს ჯგუფთან დაახლოებული პირია, რომელიც ვიღაცის პოლიტიკურ დავალებას ასრულებს. ბესელია ამტკიცებს, რომ ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგას“ საქმესთან კავშირი არ აქვს.
„ოცნების“PR ჯგუფს ორი ხელმძღვანელი ჰყავს, კოკა ყანდიაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი. რომელმა დაავალა აბაშიძეს ბესელიას კორუფციული კავშირების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, დღეს მძიმე ბრალდებების ადრესატს არ დაუკონკრეტებია.
ეკა ბესელიასთან კონტაქტს უარყოფს თავად ზაზა ოქუაშვილიც. „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს ბრალდება თითიდან არის გამოწოვილი.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, რომელიც „ოცნების“ გუნდში ბესელიასთან ერთად მივიდა ამბობს, რომ მმართველი პარტია უკვე პოლიტიკურად გაკოტრებულია, ბიძინა ივანიშვილი პროცესებს ვეღარ აკონტროლებს და მმართველი გუნდში დიდი რღვევა დაიწყო.
ეკა ბესელია, ლონდონიდან 5 იანვარს დაბრუნდება. „ოცნების“ ერთ-ერთი ძველი სახე მის წინააღმდეგ გახმოვანებულ ბრალდებებს სავარაუდოდ ორშაბათს, 7 იანვარს უპასუხებს.
წყარო: რუსთავი2

საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს - კარლ ნეჰამერი
30 იანვარი, 2023 , 18:55
ავსტრია, როგორც მთლიანად ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ეს საკითხი ჩვენი აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როცა საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ - ავსტრიის კანცლერი
30 იანვარი, 2023 , 18:15
ავსტრიის კანცლერი საქართველოში პირველი ვიზიტით იმყოფება და შეიძლება, მას ისტორიული ვუწოდოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
30 იანვარი, 2023 , 18:03
არ ვაპირებთ ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს - ლევან ხაბეიშვილი
30 იანვარი, 2023 , 14:33

თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიაქვს კეზერაშვილს კონკრეტული პარტია თავის დაქვემდებარებაში - გია ვოლსკი
30 იანვარი, 2023 , 14:17

ახალი პოლიტიკის დროა, ახალი ძალების გაერთიანების დროა - მამუკა ხაზარაძე
30 იანვარი, 2023 , 14:00