უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:45პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
საზოგადოება
„ცენტრ პოინტი“ გაიყიდა - გუკა რჩეულიშვილი
„ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, კომპანია გაიყიდა, თუმცა კონფიდენციალობის დაცვის საბაბით მან ახალი მფლობელის ვინაობა არ გაასაჯაროვა.
მისი თქმით, კომპანიის გადაცემა იმ პირობით მოხდა, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული.
„მოლაპარაკებები დასრულებულია. ახლა ვიწყებთ გადაბარების ტექნიკურ სამუშაოს. ჩვენ გავყიდეთ კომპანია, უბრალოდ მყიდველის კონფიდენციალურობას დავიცავ და ძალიან მოკლე პერიოდში მყიდველზე ინფორმაციას გაიგებს საზოგადოება. ჩვენი კომპანიის გაყიდვის მთავარი პირობა იყო დაზარალებულების დაკმაყოფილება და აქედან გამომდინარე მაიასა და რუსიკოსთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. როგორ მოხდება ეს ყველაფერი ტექნიკურად და როგორ დალაგდება, ვნახავთ. ასეთი დიდი გარიგება, მე მგონია, საქართველოში ამ სფეროში არ მომხდარა. სამუშაო მოცულობითია და რამდენ ხანში მოხდება ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.
რჩეულიშვილის ინფორმაციით, ახალი მფლობელის გარდა „ცენტრ პოინტს“ ჰყავს კიდევ ერთი ინვესტორი. კომპანია X2 „ცენტრ პოინტის“ 2 ობიექტზე, ყიფშიძისა და კრწანისის მშენებლობაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, „ცენტრ პოინტის“ შეძენით დაინტერესებულ კომპანიებს შორის სახელოდებოდა m2, ასევე საუბარი იყო უკრაინულ სამშენებლო კომპანიაზე.
ანა მებურიშვილი