უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:45პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
სამართალი
“ცენტრ პოინტი” ინვესტორებისგან ხელმოსაწერად ხელშეკრულებას ელოდება - გურამ რჩეულიშვილი
„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული სხდომა ვერ შედგა.
როგორც გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, ერთი თვეა, რაც “ცენტრ პოინტი” ინვესტორებისგან ხელშეკრულებას ელოდება, რათა მას ხელი მოაწეროს.
მისი ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიებმა m2-მა და “ვილა რეზიდენსმა” ხელშეკრულების მოსამზადებლად იურისტთა ჯგუფიც დაიქირავა, დოკუმენტაციას გაეცნენ და ახლა “ცენტრ პოინტი” ინვესტორი კომპანიიდან ხელშეკრულების დრაფტის მოლოდინშია.
,,ოთხი თვის განმავლობაში კომპანიების მხრიდან ობიექტების შესწავლა, გაცნობა და საბუთების შეგროვება მიმდინარეობდა. ბოლო ერთი თვეა, მე ინვესტორი კომპანიისგან ველოდები ხელშეკრულების დრაფტს. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, რომ მოგვაწოდოს ინვესტორმა კონტრაქტი. აქ ჩემი საქმე ფიზიკურად ამოწურულია და მეც ისეთივე მოლოდინის რეჟიმში ვარ, როგორც სხვები. ძალიან მიმძიმს ეს ყველაფერი, როგორც დაზარალებულების, ისე მაიას და რუსოს მიმართ,’’ – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია ‘’ცენტრ პოინტი ჯგუფის’’ წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულების მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასჯელის ზომად ბრალდებულებს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.