უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 იანვარი, 2026 17:08
font-size

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი

საკრებულოში „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა „არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური“.

ამის შესახებ ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ნახავდით ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს შექმნას ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცენტრალიზებულად განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს.

შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო წლიურ ღირებულებად 2 მილიარდი ლარი დასახელდა. რადგან ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს (ფაქტობრივად, 10-წლიანი), გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებას ამ ინიციატივასთან დაკავშირებით:

დავიწყოთ იმით, სწორია თუ არა ცენტრალური შემსყიდველი უწყების შექმნა. თეორიულად და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით - კი, შესაძლოა იყოს სწორი.

ცენტრალური შესყიდვების ორგანო არსებობს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოში.

მარტივია იმის ახსნა, რა არის ამ მოდელის იდეა.

ობიექტურად, ცენტრალიზებული შესყიდვები მიზნად ისახავს:

ა) მასშტაბის ეფექტს - დიდი მოცულობით შესყიდვისას ფასი იკლებს;

ბ) სტანდარტიზაციას - ერთნაირი საქონელი/მომსახურება ერთნაირი წესით;

გ) ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას - სამინისტროებს აღარ უწევთ ათასობით ტენდერის ცალ-ცალკე ჩატარება;

დ) პროფესიონალიზაციას - სპეციალიზებული შესყიდვების გუნდი უკეთ აკეთებს საქმეს, ვიდრე ფრაგმენტული უწყებები.

კანონის დონეზე მართალია ისიც, რომ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით. ეს კანონი მიღებულია EU ასოცირების ვალდებულებების ფარგლებში. ანუ, ფორმალურად და ინსტიტუციურად იდეა არ არის არასწორი.

პრობლემა არ არის ის, რა იქმნება. პრობლემაა ის, როგორ, ვის მიერ და რა გარემოში კეთდება ეს ყველაფერი.

მივყვეთ თანმიმდევრულად რა არის ამ ინიციატივაში რეალურად სახიფათო. აქ თეორიიდან უნდა გადავიდეთ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში.

ა) უკიდურესი კონცენტრაცია - 2 მილიარდი ლარი ერთ ცენტრში. 2 მილიარდი ლარი წლიურად ნიშნავს: სახელმწიფო შესყიდვების უზარმაზარ ნაწილს; ეკონომიკური ძალაუფლების კოლოსალურ კონცენტრაციას ერთ უწყებაში.

ეს ქმნის ერთ წერტილზე მორგებულ კორუფციულ რისკს - „ვინც აკონტროლებს ამ ორგანოს, აკონტროლებს ბაზარს“.

დასავლურ ქვეყნებში ასეთი ორგანოები: ექვემდებარება ძლიერ საპარლამენტო კონტროლს; აქვთ მიუკერძოებელი აუდიტი; მოქმედებენ რეალურად დამოუკიდებელ სასამართლო გარემოში. საქართველოში ეს სამი კომპონენტი ფაქტობრივად მოშლილია.

ბ. „მაღალკვალიფიციური კადრები“ - არაფრისმთქმელი ფორმულა. ეს ფრაზა პოლიტიკურადაც ძალიან პრობლემურია. საქართველოს პრაქტიკაში „მაღალკვალიფიციური კადრები“ ნიშნავს: მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებს; ყოფილ თანამდებობის პირებს; ერთგულ, მაგრამ არა დამოუკიდებელ გადაწყვეტილების მიმღებებს. ეს კი ნიშნავს, რომ ტექნოკრატიული ინსტრუმენტი შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკურ ბერკეტად. სიტყვა „შეიძლება“ ალბათ, ზედმეტიცაა, გარდაუვალად გადაიქცევა.

გ. კონკურენციის შემცირების სერიოზული რისკი.

ცენტრალიზებულ ტენდერებს აქვთ ერთი თანდაყოლილი პრობლემა: პატარა და საშუალო ბიზნესის გამორიცხვა.

დიდ, კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილეობა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ, რაც ავტომატურად შექმნის „რჩეულ მომწოდებელთა კლუბს“ და გააძლიერებს ბაზრის ოლიგოპოლიზაციას.

საქართველოს პირობებში, სადაც ეკონომიკა ისედაც კონცენტრირებულია და ბევრი მსხვილი კომპანია პოლიტიკურად ახლოს დგას ხელისუფლებასთან, ეს ინიციატივა კონკურენციისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

დ. „დამხმარე საქმიანობის ფარგლებში“ - ძალიან საშიში და ბუნდოვანი ფორმულირება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი.

ეს ნიშნავს, რომ: ორგანოს შეუძლია ჩაერთოს კონკრეტული უწყების მოთხოვნით შესყიდვის განხორციელებაში, მაგრამ კრიტერიუმები ბუნდოვანია.

რისკი მდგომარეობს იმაში, რომ მივიღებთ შერჩევით ჩართულობას, პოლიტიკურად სასურველი უწყებების დახმარებას, არასასურველების იგნორირებას.

ე. დამოუკიდებლობის სრული დეფიციტი. ყველაზე დიდი პრობლემა: ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი. იგი იქმნება: მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სტრუქტურაში, მთავრობის კონტროლქვეშ. ეს იმ პირობებში, როცა: პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი; სასამართლო არ არის დამოუკიდებელი; სახელმწიფო აუდიტი უკიდურესად სუსტია. ცენტრალიზებული შესყიდვები ვერ შეამცირებს კორუფციას. პირიქით, გაზრდის სისტემურ რისკს.

ვ. ევროკავშირის არგუმენტის მანიპულაციური გამოყენება. მართალია, EU კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ორგანოს, მაგრამ EU არ ითხოვს ძალაუფლების ამ დონის კონცენტრაციას. ის ითხოვს გამჭვირვალობას, კონკურენციას და დამოუკიდებელ კონტროლს.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური.

ეს ინიციატივა საქართველოს რეალობაში: გაზრდის კორუფციულ და პოლიტიკურ რისკებს; დაასუსტებს კონკურენციას; გააძლიერებს ეკონომიკურ კონტროლს; შექმნის ძალაუფლების საშიშ კონცენტრაციას.

საქართველოში რომ იყოს ძლიერი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო და რეალური პოლიტიკური პლურალიზმი, მაშინ ეს იქნებოდა ტექნიკური რეფორმა.

დღეს ეს ინიციატივა მოემსახურება მმართველი ჯგუფის მიერ ფინანსური ბერკეტების აბსოლუტურ ცენტრალიზებას“,- წერს ჩერქეზიშვილი.

ცნობისთვის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით, შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც 2026 წლიდან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

ანგარიშის თანახმად, რეფორმის მიზანია სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვის, საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა. ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, შესყიდვის ახალი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგს.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ საერთაშორისო ძებნაზე შესაბამის ორგანოს უკვე მივმართეთ - პროკურორი

13 თებერვალი, 2026 , 17:28

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ყოფილი გენერალური პროკურორის, ბრალდებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საერთაშორისო ძებნაზე შესაბამისი ორგანოსთ

ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ - გია ვოლსკი

13 თებერვალი, 2026 , 17:10

სტუდენტებს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება სჭირდებათ კონკრეტულ სპეციალობებზე. შეთავაზებული რეფორმა არის სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის,– ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ

გაასაჯაროონ „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც დაფარეს, როცა ხელისუფლებას ამდენი პრობლემა აქვს კორუფციასთან და ეს არის კორუმპირებული რეჟიმი - ტატა ხვედელიანი

12 თებერვალი, 2026 , 16:54

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება გამჭვირვალობაზე როცა საუბრობს, კარგი იქნება, ეს თავადაც დაამტკიცოს და „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაი

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს ანგარიშსწორების პოლიტიკა - შალვა პაპუაშვილი

10 თებერვალი, 2026 , 12:42

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის! გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ კვერცხის მწარმოებლებმა თადარიგი იანვარში დაიჭირეს, როდესაც ჯერ გააძვირეს პროდუქტი, ახლა კი მის ფასს ამცირებენ - გიორგი ხიშტოვანი

6 თებერვალი, 2026 , 17:34

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მწარმოებლების გადაწყვეტილება კვერცხის ფასის შემცირებაზე საყურადღებოა, რადგან როცა ყველა მწარმოებელი ერთბაშად თანხმდება ფასის, ამ შემთხვევაში შემცირებაზე, ესეც კარტერული გარიგების ტიპ

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია

6 თებერვალი, 2026 , 11:53

“ათი წელია ცენზურის ისტორიას ვსწავლობ. მართალია მხოლოდ კინოში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ჰოდა არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს”, - ასე გამოეხმა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი