უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ცენტრმა „ემპათიამ“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას მოუწოდა, 2008 წლის ომის შესახებ გამოძიება გააფართოვოს
წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრმა „ემპათიამ“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას ოფიციალურად მოუწოდა, რომ მან 2008 წლის ომის შესახებ გამოძიება გააფართოვოს.
განცხადებაში საუბარია საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან ადამიანთა გატაცების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. ცენტრმა ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკურ მხარეს, რომ ამ საქმით დაინტერესდნენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
„ემპათიამ“ გაამახვილა ყურადღება ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილისა და საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან ქუთაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის საქმეებზე.
„2018 წლის 9 მარტს, ცენტრმა „ემპათია“ -მ ოფიციალურად მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ქნ. ფატუ ბენსუდას რუსეთ – საქართველოს ომის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლების გაფართოების შესახებ.
კერძოდ, 2008 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების თაობაზე, რაც ეხება საოკუპაციო ზოლის გარშემო მდებარე სოფლებიდან ადამიანთა გატაცებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, ადამიანთა მკვლელობას.
ამავდროულად ცენტრი „ემპათია“ ამახვილებს ყურადღებას, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული იყო და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა კოდორის რეგიონის მოსახლეობაც, ასევე, ადგილი ჰქონდა ომის დროს სამხედრო დანაშაულებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონფლიქტის მიმდებარე ზონის გარეთაც.
აღნიშნულ მიმართვაში, ცენტრი „ემპათია“, ასევე, განიხილავს როგორც მტკიცებულებას, შემდეგ შემთხვევებს ცენტრი „ემპათია“ -ს პრაქტიკიდან:
არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მოკვლის ფაქტი, არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრთა მიმართ ამ დრომდე გრძელდება, ვინაიდან ოჯახს არ ეძლევა საშუალება, იგლოვოს მიცვალებული საკუთარი რელიგიური თუ კულტურული ტრადიციების შესაბამისად, ხოლო ექსპერტიზის მოტივით ცხედრის არგადმოცემა არ ჯდება არანაირი საჭიროების ჩარჩოში.
ამავდროულად, ცენტრი ამახვილებს ყურადღებას ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის გადაადგილების უკანონო შეზღუდვის ფაქტზე.
აღნიშნულ მიმართვაში ასევე განხილულია სხვა შემთხვევებიც, კერძოდ, ნიკა საღინაშვილის საოკუპაციო ზოლიდან უგზო – უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევა, ამირან გუგუტიშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის, გამოსყიდვისა და წამების ფაქტები და ასევე სხვა შემთხვევებზე.
ცენტრი „ემპათია“ აღნიშნული განცხადებით ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკურ მხარეს, ოკუპაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის ტექსტში ასახული იყოს მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისათვის რუსეთ – საქართველოს ომის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლების გაფართოების თაობაზე, რაც გულისხმობს როგორც გეოგრაფიული ჩარჩოს, ასევე დროის ჩარჩოს გაფართოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25