სამართალი
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა და დანაშაულის შეუტყობინებლობა - დაკავებულთა შორის პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურია
ნუცუბიძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურია დაკავებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს.
ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, -
საკვანძო სიტყვები:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა
20 დეკემბერი, 2025 , 10:35
მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანი მოსამართლემ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა
19 დეკემბერი, 2025 , 14:51
პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
19 დეკემბერი, 2025 , 10:15
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
17 დეკემბერი, 2025 , 18:01
პოლიციამ დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დრიფტის ფაქტზე ოთხი პირი დააჯარიმა
17 დეკემბერი, 2025 , 13:03
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავეს, 14 კი დაუსწრებლად მისცეს პასუხისგებაში, მათ შორის ხუთი ე.წ. კანონიერი ქურდი
16 დეკემბერი, 2025 , 17:29


