უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ივნისი, 2018 14:20
font-size

ციხეში ვიქნებით, ციხიდან ჩამოვშლით ამ სისტემას, ვიდგებით რუსთაველზე, რუსთაველიდან ჩამოვშლით - ზვიად კუპრავა ფიქრობს, რომ დააკავებენ

უფლებადამცველი ზვიად კუპრავას განცხადებით, მას გამოძიების ფარგლებში დააკავებენ. ამის შესახებ მან პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მინდა, მივმართო გახარიას, რომელსაც თვითონ ნამდვილად არ მიუღია ეს გადაწყვეტილება, რომელიც მას ზემოდან დაავალეს და ნუ გვექნება ილუზია, რომ ბახტაძეა გახარიას ხელმძღვანელი. ზემოდან, ვგულისხმობ, ივანიშვილისგან, რომლისგანაც მან მართლა მიიღო ეს დავალება. ნუ ექნება ივანიშვილს ილუზია, რომ ჩემი ციხეში ან სადმე გამომწყვდევით ამ პროცესებს შეაჩერებს, ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ. ციხეში ვიქნებით, ციხიდან ჩამოვშლით ამ სისტემას, თქვენთან ეთერში ვიქნებით, ეთერიდან ჩამოვშლით, ვიდგებით რუსთაველზე, რუსთაველიდან ჩამოვშლით“, -განაცხადა კუპრავამ.

მან შსს-ის მიერ დაწყებული გამოძიება აბსურდული უწოდა.

„ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალი წამიყენეს. შსს-სა და სახელმწიფოს ძალოვანი უწყებების კიდევ ერთი აღიარებაა, რომ მათ ჩვენთან წააგეს არაერთი ბრძოლა“, -თქვა კუპრავამ.

კუპრავამ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კუპრავას თქმით, ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად ისინი მაინც გააგრძელებენ.

სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა, თავის მხრივ, მოუწოდეს პრემიერსა და შს მინისტრს, შეწყვიტონ იმ მოქალაქეების დევნა, ვინც საკუთარი აზრის გამოსახატად აქციებს მართავენ. მათ განაცხადეს, რომ კუპრავას წინააღმდეგ სასამართლოს შეურაცხყოფის მუხლით აღძრული საქმე არის მცდელობა, რომ არ ჩატარდეს დაგეგმილი აქციები სუს-თან.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო:

„2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, -წერია შსს-ის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და