უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ შეიმჩნევა და ჭარბობს სიძულვილის ენის არსებობა, განსაკუთრებით, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში - მუნხტუია ალთანგერელი
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელის, მუნხტუია ალთანგერელის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ შეიმჩნევა და ჭარბობს სიძულვილის ენის არსებობა, განსაკუთრებით, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში. ამის შესახებ ალთანგერელმა ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგების წარდგენამდე განუცხადა.
მისივე თქმით, სატელევიზიო ინფორმაციის ხარისხი საკმაოდ გაზრდილია და პრეზიდენტობის კანდიდატები შუქდება დაბალანსებულად.
„გაერო-ს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი 2010 წლიდან ახორციელებენ საარჩვენო პროგრამების მედიამონიტორინგს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის როგორც თავისუფალი მედიის, ასევე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ამ კონკრეტულ მედიამონიტორინგთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ძალიან დადებითი ტენდენციაა ის, რომ ყოველ არჩევნებთან დაკავშირებით მედიის პროფესიონალიზმი საქართველოში იზრდება და არჩევნების გაშუქება ხდება უფრო პროფესიონალური და უფრო დაბალანსებული. საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა როგორც შინაარსის, ასევე გაშუქების ტექნიკის თვალსაზრისით.
პრობლემა, რომელიც რჩება განსაკუთრებით ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, არის სიძულვილის ენის არსებობა, რომელიც კვლავაც შეიმჩნევა და ჭარბობს. ასევე, სატელევიზიო ნიუსების ხარისხი არის საკმაოდ გაზრდილი და პრეზიდენტობის კანდიდატები შუქდება საკმაოდ დაბალანსებულად, მაგრამ ისევ ვერ ვხვდებით ვერცერთ მედიაში საარჩევნო პროგრამების სიღრმისეულ ანალიზს. ეს იქნება ძალიან კარგი და არის ასევე განვითარების შესაძლებლობა ქართული მედიისთვის. მოხარული ვიქნებით ასეთ განვითარებას მომავალში დავუჭიროთ მხარი როგორც მედიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების კუთხით",- განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა.
ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედურ შედეგებს წარადგენენ. ანგარიშში არის როგორც სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის შედეგები, ასევე ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგიც.
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03