არქივი
სამართალი
წყალტუბოში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას უტარებენ
წყალტუბოში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის წინა სასამართლო სხდომა, რომელიც 23 იანვრისთვის იყო ჩანიშნული, გადაიდო.
წინასასამართლო სხდომის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს გამოძიებამ მიმართა. მიზეზი განსასჯელის ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყვანის მოთხოვნა გახდა.
ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება.
"არანაირი საფუძველი არ იყო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის, ამით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებაზე, ილახება. ჩვენ ვდავობთ საქმის კვალიფიკაციაზე, თორემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტს არ უარყოფს, ის ადექვატურია, აცნობიერებს თავის ჩადენილ საქციელს და აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან არ დამდგარა მსგავსი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება", -აცხადებს ადვოკატი ირაკლი შენგელია.
ცნობისათვის, ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13-წლიდან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბრალდების თანახმად, ი.ტ-მ გასული წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

