საზოგადოება
ცხელება, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება - საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსი პიკს დეკემბრის ბოლოსთვის მიაღწევს
ევროპის შემდეგ H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ვრცელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ტიპის ვირუსის 60-65 შემთხვევა.
„ამჟამად დაახლოებით ლაბორატორიულად სადღაც 60-65 შემთხვევაა ქვეყანაში იდენტიფიცირებული და ძირითადად ტრიალებს ე.წ. H1N1-ის შტამი გრიპისა, რომელიც ცოტა მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე შარშანდელი მოცირკულირე შტამი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
რისკჯგუფში შედიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ბავშვები. ამ ეტაპზე დაავადებულთა უმრავლესობა მცირეწლოვანია. ვირუსის გართულების შემთხვევებში პაციენტს პნევმონია უვითარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმ სიმპტომებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა ექიმს უნდა მიმართონ.
„გართულება შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ვირუსს, არა მარტო გრიპის ვირუსს, არამედ ნებისმიერ ვირუსს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვს თუ აქვს 38.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. დიდს რაც შეეხება, თუ სამ დღეზე მეტია აქვს მაღალი ტემპერატურა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ არის სისხლი ნახველში, ან თუ არის ჩირქოვანი ნახველი, ან თუ არის სუნთქვის გაძნელება, რაც ფილტვების ანთების ნიშანი შეიძლება იყოს“, - განმარტა იმნაძემ.
პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით, ვირუსის გავრცელება დეკემბრის ბოლოსთვის პიკს მიაღწევს.
„გრიპის პირველი ქრონიკული ნიშანი არის მაღალი ცხელება, რომელიც გრძელდება დაახლოებით 5-დან 8 დღემდე და ცხელებას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ადვილად დაღლილობა, სახსრების ტკივილი, ყელის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება.
პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით, შეიძლება, სამჯერაც, იმიტომ რომ ყველას ერთი და იგივე ტიპური სიმპტომატიკა ახასიათებს. სწორედ დეკემბრის პერიოდში და დეკემბრის ბოლოსთვის რაღაც პიკს მიაღწევს, დაახლოებით 20 იანვრიდან ალბათ, წესით, უნდა დაიკლოს“, - აღნიშნა ექიმმა.
ვირუსის გამო გაზრდილია სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა. დღე-ღამეში მარტო თბილისში 2000-ზე მეტი გამოძახება ფიქსირდება.
ჯანდაცვის სამინისტრო პანიკის საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საგანგებო რეჟიმში გადავიდეს და მანქანებით ოჯახის ექიმებიც უზრუნველყოს.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

