უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივნისი, 2024 12:01
font-size

წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ. სხვა სატრანსპორტო საშუალებები ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით კერძო ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

წყნეთის გზატკეცილზე და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საავტომობილო კვანძიდან ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც უჩანეიშვილის ქუჩის, ისე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართულებით.

რეაბილიტაციის ფარგლებში ცვლილებები შევა ავტობუსების მარშრუტებშიც. კერძოდ, N345 და N351 წყნეთის გზატკეცილზე მოძრაობას დაასრულებენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტობუსები: N307, N354 და N359 ჭავჭავაძის გამზირიდან (ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან) გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირზე, იმოძრავებენ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდით გადავლენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან, N354 ავტობუსი კი მოძრაობას წყნეთის მიმართულებით გააგრძელებს. აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით იმავე მარშრუტით, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდით, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გამოყენებით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება N334-ის მარშრუტს, ავტობუსი მეტროსადგურ „დელისიდან“ დაუკავშირდება თამარაშვილის გამზირს, უნივერსიტეტის ქუჩას, შემდეგ კი ბაგების ახალი ხიდით წყნეთის გზატკეცილზე გადაინაცვლებს, საიდანაც იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას ავტობუსი იმოძრავებს ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენებით, რის შემდეგაც თამარაშვილის გამზირიდან დაუკავშირდება მეტროსადგურ „დელისს“.

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია

21 ივნისი, 2024 , 18:57

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ცნობილია. საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ

კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

21 ივნისი, 2024 , 14:13

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავ

როგორ აფასებს CityPay.io-ს თანადამფუძნებელი Startup Grind-ის ღონისძიებას

21 ივნისი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს და ამ მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ღონი

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

თიკო ფეიქრიშვილმა ტელეკომპანია `იმედი` დატოვა

18 ივნისი, 2024 , 16:11

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "მედიაჩეკერს" თავად წამყვანმა დაუდასტურა. ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს. მას გადაცემა „იმ

საქართველოს სახალხო დამცველმა არჩევნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

18 ივნისი, 2024 , 15:23

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩევნების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო სახალხო დამცველის მანდატისა და არჩევნებთან დაკავშირებული ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი