უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
წლების განმავლობაში ამდენი მილიონი რომ იხარჯებოდა, მაუწყებელი ამ მდგომარეობაში რატომ იყო, რას შვრებოდით? - ეკა ბესელია რომან გოცირიძეს
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, აუცილებელია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადასვლა სხვა შენობაში, რათა არხმა უპასუხოს საზოგადოების ინტერესებს და უკეთ იმუშაოს.
მან აღნიშნა, რომ „შენობა არაა ფუფუნება“. - ასე უპასუხა ბესელიამ ენმ-ის წევრის, რომან გოცირიძის კითხვას, თუ რატომ იცვლის შენობას საზმაუ.
უმრავლესობის წევრმა გააკრიტიკა წინა ხელისუფლება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ.
„ბატონი რომანის გამოსვლის კიდევ ერთი არასწორი პასაჟი უპასუხოდ არ შემიძლია დავტოვო. შენობა ფუფუნება არ არის. შენობა აუცილებლობაა. სხვათა შორის, ინფორმაციისთვის – „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადადის ჯიქიაზე და არა – ლუბლიანაზე. ცნობისთვის ესეც, რომ თქვენთვის დააზუსტოთ. კარგი იქნებოდა, აქამდეც მოგეკითხათ. ალბათ, ნამყოფი ხართ იმ შენობაში, სადაც ეს ტელევიზია მაუწყებლობს. წლების განმავლობაში ამდენი მილიონი რომ იხარჯებოდა, ინფრასტრუქტურულად ტექნიკური აღჭურვით, მაუწყებელი ამ მდგომარეობაში რატომ იყო და მაშინ რა ხდებოდა? რას შვრებოდით? – ეს მაინც გეკითხათ. დანარჩენი, ახლა რაც კეთდება, არის სწორედ იმისთვის, რათა ტელევიზია ისეთი იყო, რომ მაუწყებელი საზოგადოების ინტერესებს პასუხობდეს და საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს“, -თქვა ბესელიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


