უკან

რეგიონები

10 ივნისი, 2020 15:25
font-size

წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება - სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა

2020 წლის ბოლომდე ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება, - სამშენებლო სამუშაოები, რომელიც სხვა სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად, საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც არ შეჩერებულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად დაათვალიერა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის, სამუშაოები 1,9 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც ასევე შენდება 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები ექნება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ექსპლუატაციაში შესვლით ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პროექტის დასრულების შედეგად, ასევე გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო, გადაზიდვების ხარჯები, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის დარჩენილი 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობისთვის, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასება.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში აშენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, მოეწყობა წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

საკვანძო სიტყვები:

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

28 იანვარი, 2026 , 11:47

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირი ეკონ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და-ძმის ცხედრები იპოვეს

27 იანვარი, 2026 , 15:35

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, 55 წლამდე და-ძმის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოცემის ცნობით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

21 იანვარი, 2026 , 11:38

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპა

დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

19 იანვარი, 2026 , 11:55

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყ

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13 იანვარი, 2026 , 11:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გა

ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა

30 დეკემბერი, 2025 , 13:07

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამასთან, დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი. როგორც აჭარის ა.რ მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ღამის განმავლობაში დატობორვასთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი