უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 მარტი, 2024 12:27
font-size

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია.

„ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს. სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. დამეთანხმებით, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები. სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ 3-ში შემავალი აქსელერატორი „500“. საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც იგი ახორციელებს, ქართულთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით. საქართველოს მასშტაბით შეიქმნა ცხრა ტექნოპარკი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. წელს მეათე ტექნოპარკი ქუთაისში გაიხსნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.8 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 ივლისი, 2024 , 12:38

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 319.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან

იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 ივნისი, 2024 , 12:07

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64.4 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

10 ივნისი, 2024 , 11:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინა

საქართველოს ბანკი და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ

5 ივნისი, 2024 , 15:10

საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამ

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 11.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 მაისი, 2024 , 12:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვე

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი