უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ნოემბერი, 2018 13:50
font-size

ცოტა დაგვიანების შემთხვევაში, შეიძლება, ფატალურად დამთავრებულიყო - 87-ე სკოლაში მენინგოკოქცემიის ფაქტი დაფიქსირდა

8 წლის ბავშვს მენინგოკოქცემიის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. მოზარდი კლინიკაში 21 ნოემბერს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

87-ე საჯარო სკოლაში, სადაც მენინგოკოქცემიის ფაქტი დაფიქსირდა, მშობლები დეზინფექციის ჩატარებას ითხოვენ. ისინი აქციის გამართვასაც აპირებენ.

მშობლები გეგმავენ, რომ მოითხოვონ დეზინფექციის ჩატარება, რის გამოც აუცილებელია, რომ სკოლამ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირება შეწყვიტოს.

მშობლები ამბობენ, რომ მათ არ დაჰყავთ შვილები სკოლაში, რადგან ეშინიათ, არ მოხდეს ვირუსის გავრცელება სხვა ბავშვებშიც.

„მენინგიტი დაუდგინდა ერთ-ერთ ბავშვს 21 ნოემბერს, თურმე, ოღონდ ჩვენ არ ვიყავით მშობლები ინფორმირებული. გრძელდებოდა ბავშვების სიარული სკოლაში. არის კიდევ რამდენიმე ფაქტი, ბავშვები არიან ავად, ოღონდ ჯერ არ ახმაურებენ. სკოლაში ბავშვები არ დადიან, არ ვატარებთ, ჩვენ დეზინფექციას ვითხოვთ და კარანტინის გამოცხადებას რამდენიმე დღე და აქამდე უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ არ ჩაატარეს იმიტომ, რომ იყო არჩევნები,“ - ამბობს ერთ-ერთი მშობელი, ანა ბებოშვილი.

თავის მხრივ, როგორც სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, მათ უკვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და ელოდებიან პასუხს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყება. სკოლაში არ იციან, ზუსტად სად დაინფიცირდა ბავშვი მენინგოკოქცემიით, ეს მოხდა სკოლაში თუ სხვაგან.

სკოლაში ამბობენ, რომ მოზარდი სასწავლო დაწესებულებაში 21 ნოემბრის შემდეგ არ მისულა, საავადმყოფოში კი 26 ნოემბერს გადაიყვანეს.

რაც შეეხება ბავშვის მდგომარეობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფექციონისტ კახა ჩომახიძის განცხადებით, ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,შემოვიდა რეანიმაციულ განყოფილებაში და უკვე გადაყვანილია ნეიროინფექციების განყოფილებაში, მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესებულია. საკმაოდ მძიმე დიაგნოზია, ცოტა დაგვიანების შემთხვევაში, შეიძლება, ფატალურად დამთავრებულიყო, მაგრამ ყველაფერი დროულად დაიწყ. ყველაფერი დროულად და ნორმალურად წარიმართა და ბავშვის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა კახა ჩომახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და