პოლიტიკა
თუ არ ჩავთვლით ტყუილებს „რუსთავი 2“-დან და პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, მცირე დარღვევების გარდა, წინასაარჩევნო გარემო შეგვიძლია შევაფასოთ დადებითად - მამუკა მდინარაძე
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ ხვალ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.
დეპუტატის მტკიცებით, ოპონენტთა განცხადებების მიუხედავად, წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„საქართველოში ხვალ ისევ ჩატარდება ისეთივე დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნების შემთხვევაში. რაც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მედიასაშუალებები ამ პროცესს მიაყენონ ჩრდილი, ხელისუფლება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მოწოდებულია და პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ეს არის დემოკრატიის ტესტი და „ქართული ოცნება“ დემოკრატიის მთავარი მიღწევის უარყოფას არასდროს აპირებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუ არ ჩავთვლით იმ ტყუილებს, რომელიც მოდის სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან, თუ არ ჩავთვლით პროვოკაციებს, რაც ისევ და ისევ მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობიდან“. რეალურად, მცირე დარღვევების გარდა, წინასაარჩევნო გარემო შეგვიძლია შევაფასოთ დადებითად და იქნება აბსოლუტურად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები. საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


