უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
თუ ჩვენი პირადი ცხოვრება არ არის დაცული, თუ ჩვენ გვეშინია, რომ გვისმენენ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დაუცველი - გიორგი მარგველაშვილი
ბათუმში, „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დაცულობის გარანტი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაა.
„დაცული მოქალაქე უდრის დაცულ სახელმწიფოს. თუ ჩვენი პირადი ცხოვრება არ არის დაცული, თუ ჩვენ გვეშინია, რომ გვისმენენ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის დაუცველი. თქვენ იცით, რომ ამ კანონპროექტს მაშინ მე ვეტო დავადე. თურმე, მე ქვეყნის უსაფრთხოებას ვასუსტებ იმ ფონზე, რომ ათობით და ასობით ადამიანი ერთმანეთს ეუბნება - ტელეფონში ვერ გეტყვიო. ეს ფრაზა იცით საიდან მოდის, ტელეფონში ვერ გეტყვიო? - კომუნისტური პერიოდიდან, რუსულად ამბობდნენ კიდევაც - "Не телефонный разговор," - რაც იმას გულისხმობდა, რომ იმ საზოგადოებაში ყველას ეგონა, რომ ,,კაგებე’’ უსმენდა,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


