უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
საზოგადოება
თუ ტრაპზონში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების სამედიცინო ხარჯების გადახდის საკითხი დადგება, კლინიკა გაწეულ ხარჯს მიაწოდებს ჩვენს საკონსულოს - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი
ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მოინახულა. მისი ინფორმაციით, ერთი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მის ცოლს სახის ძვლების ოპერაცია ჩაუტარდა.
„ერთ-ერთი მათგანი, მამაკაცი, რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ის მოვინახულეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ის არის ე.წ. დაცვითი ნარკოზის ქვეშ, აქედან გამომდინარე დღეს საბოლოო დასკვნის გაკეთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვიჭირს. თუმცა, როგორც ვნახეთ, ის კვლევები, რომლებიც კლინიკაში ჩატარდა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, არ ადასტურებს თავის ტვინის დაზიანებას.ის რჩება რეანიმაციულ განყოფიელბაში.
ამ მამაკაცის მეუღლის, რომელსაც გუშინ ასევე ჩაუტარდა სახის ძვლების მოტეხილობის გამო რეკონსტრუქციული ოპერაციები, მდგომარეობა სტაბილურია და გადაყვანილია პალატაში. ასევე პალატაში გადმოყვანილია ქალბატონი, რომელსაც გუშინ ჩაუტარდა ტრავმის შედეგად დაზიანებული ელენთის ამოკვეთა. ის სტაბილურადაა“, - თქვა მიქელაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
რაც შეეხება სამედიცინო ხარჯებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ამ თემაზე საუბარი არ დასრულებულა
„თუ გადახდის საკითხი დადგება, ეს არ იქნება პრობლემა. სტანდარტულ რეჟიმში კლინიკა გაწეულ ხარჯს მიაწოდებს ჩვენს საკონსულოს“, -თქვა მიქელაძემ და აღნიშნა, რომ ხშირად მკურნალობის ხარჯებს თურქული მხარე ფარავს.
მისივე განცხადებით, რეაბილიტაციის ხარჯებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
რაც შეეხება თურქეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების დაზღვევას, მიქელაძემ თქვა, რომ ეს საკითხი გასავლელია ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე თურქულ მხარესთან.
გუშინ გამთენიისას მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში მოჰყვა, რის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.
ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა. გაირკვა, რომ არცერთ მათგანს სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, თუმცა სხვა ვარაუდით, ის ტელეფონით საუბრობდა, რა დროსაც საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა. ერთ-ერთმა დაშავებულმა მოქალაქემ აჭარის ტელევიზიასთან ორივე ვერსია უარყო.
საკვანძო სიტყვები:
თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
14 ნოემბერი, 2025 , 16:00
საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
14 ნოემბერი, 2025 , 15:54
15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
14 ნოემბერი, 2025 , 15:41
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
14 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
14 ნოემბერი, 2025 , 15:03
საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
14 ნოემბერი, 2025 , 13:03

