პოლიტიკა
თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, ჩემთვის უკეთესი იქნება - კახა კალაძე
„დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვა გამარტივებული წესით მისი სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდა და თანხის ძირითადი ნაწილი მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებისთვისაა განკუთვნილი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გუშინ შეკითხვაც დაისვა საკრებულოს სხდომაზე და უბრალოდ, ვინც შეკითხვა დასვა, შემდეგ წავიდა და ვერ შევძელი პასუხი გამეცა. თუმცა ახლა ავხსნი, რომ 1 778 800 ლარია გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვისთვის და ამ თანხის ძირითადი ნაწილი, დიდი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები. ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, ხმით შევარჩიო, ტემბრით შევარჩიო, თუ არის ამის საშუალება და ვინმე მომაწვდის ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ფინანსდება 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლისა და 270 ტექნიკური თანამშრომლის ჰონორარი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია, 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალაკონცერტის მომზადება.
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


