უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა - „ოცნების“ ტროლობა - გიორგი ჭანტურია
თვითმმართველობის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა – „ოცნების“ ტროლობა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები ოპოზიციურ ამომრჩეველში შუღლის გაღვივებას ემსახურება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო დღეებში ოცნების მიერ გავრცელებულ ტყუილებს, რომლის გავრცელებაშიც უკვე ღიად ეხმარებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. მაგალითად, პროპაგანდისტული „იმედი“ თავის ცრუ სიუჟეტში ირწმუნება, რომ თითქოს ჩვენმა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ ჩვენი გუნდი დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ თავადვე უპასუხა, რომ ეს იყო მორიგი სიცრუე. ამის მიუხედავად „ნაც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, პროპაგანდის ამავე სიუჟეტში იმეორებს იმედის ტყუილს.
„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი რადიკალური და დესტრუქციული ქმედებები უკვე გასცდა მედიებსა და სოციალურ ქსელებს და ქუჩაში არსებულ საპროტესტო აქციებსაც შეეხო. ეს ქმედებები ემსახურება ადამიანების დაყოფას და ოპოზიციურ ამომრჩეველში შუღლის გაღვივებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ აძლიერებს. „ოცნებამ“ უკვე დაიწყო მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლა, რისთვისაც ერთი მხრივ იყენებს ყველაფერს, დაშინებებს, მოსყიდვას, მეორე მხრივ, „ნაც მოძრაობის“ რადიკალიზმს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი რადიკალური პარტიის ერთობლივი კოორდინირებული შეტევა ჩვენს წინააღმდეგ გაგრძელდება. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ამ არჩევნებზე „ნაც მოძრაობამ“ აირჩია, იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, ხოლო მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა, “ოცნების“ ტროლობა. ამიტომ, მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს, აუცილებლად მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჭანტურიამ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

