უკან
კომენტარი
11 სექტემბერი, 2018 10:45
უჩა მამაცაშვილი პრობლემების მოგვარებისთვის, `ომეგა ჯგუფის` დამფუძნებელს 2 მილიონს სთხოვდა - მორიგი სკანდალური ჩანაწერი `იბერიის` საქმეზე
მორიგი სკანდალური ჩანაწერი „იბერიის“ საქმეში - "კურიერს" კონფიდენციალურმა წყარომ აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც წყაროს მტკიცებით ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ესაუბრებიან.
ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ მამაცაშვილი “ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
ჩანაწერიდან ასევე ირკვევა, რომ “ომეგა ჯგუფის” მფლობელს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.