უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

29 აგვისტო, 2017 17:40
font-size

უკრაინაში საკანონმდებლო დონეზე რუსეთი აგრესორ ქვეყნად იქნება აღიარებული

უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წარმომადგენლის, ირინა ლუცენკოს ინფორმაციით, მზადაა კანონი დონბასის დაბრუნებისა და აღდგენის შესახებ.

„დავასრულეთ დონბასის რეინტეგრაციის კანონი ანუ, ესაა კანონი უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკის, მისი სახელმწიფო პოლიტიკური მიმართულების შესახებ დონბასის დაბრუნებისა და აღდგენის საკითხში“, - განუმარტა ლუცენკომ „5 канал“-ს.

ლუცენკოს თქმით, კანონში იქნება პირველად შეყვანილი განმარტება „რუსეთი აგრესორია“, ასევე ის, რომ უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ის არაა პასუხიმგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე.

რადაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტი შეთანხმებულია ნორმანდიული ფორმატის წევრებთან.

„კონსულტაციებიც გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან ნორმანდიული ფორმატიდან. კონსულტაციებში ჩართული იყვნენ აშშ, ექსპერტები და სპეციალისტები. შემიძლია ვთქვა, რომ ის 99.9%-ითაა მზად პარლამენტში შესატანად და სარეგისტრაციოდ“, - თქვა ლუცენკომ.

შეგახსენებთ, 2015 წელს უმაღლესმა რადამ მიიღო განცხადება, რომლის მიხედვით რუსეთი აგრესორ ქვეყნადაა მიჩნეული. მანამდე 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიპყრო. უკრაინის კუთვნილი ტერიტორია დე-ფაქტოდ შეიყვანეს რუსეთის შემადგენლობაში.

ანა მებურიშვილი

დიდი ბრიტანეთისთვის ჩინეთთან ურთიერთობა ძალიან სახიფათოა - დონალდ ტრამპი

30 იანვარი, 2026 , 09:53

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, რომ პეკინთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება სახიფათოა. „მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და, ვფიქრობ, ჩინეთთან ბიზნესში ჩართვა კიდევ უფრო სახიფ

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო ქვეყნის 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

26 იანვარი, 2026 , 09:30

აშშ-ში ძლიერი ქარბუქის გამო 850 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ბოლო ორ დღეში 14 000-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. დაზარალებულ შტატებს შორისაა კენტუკი, ჯორჯია, ვ

საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე დონალდ ტრამპის მიწვევას დათანხმდნენ

22 იანვარი, 2026 , 12:15

საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ინდონეზია, პაკისტანი და კატარი დათანხმდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაციას მედია აღნ

„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა

21 იანვარი, 2026 , 11:55

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის &bdquo

დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომლითაც დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ფრენას სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს

21 იანვარი, 2026 , 10:28

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის Air Force One-ის თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტი დავოსში უნდა ჩაფრენილიყო, მექანიკური პრობლემის გამო ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბაზა

ნიკოლ ფაშინიანმა „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევა მიიღო

20 იანვარი, 2026 , 10:28

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ დამფუძნებელ წევრად შესვლის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა გაავრცელა განცხადება. „პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი