პოლიტიკა
უმადურობა იქნება, რომ ვთქვა, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, თუმცა არანაირი შედეგი არ დამდგარა - გიგა ოთხოზორიას დედა
ე.წ მესაზღვრის მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. მოკლულის დედის, ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, სახელმწიფოს ნაბიჯების მიუხედავად, არანაირი შედეგი არ დამდგარა და ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი არ დასჯილა.
„ველოდებოდი, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა, რათა დამნაშავისა და მისი დამქაშებისთვის ეჩვენებინათ, რომ უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა არავის შერჩებოდა. უმადურობა იქნება, რომ ვთქვა, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, თუმცა არანაირი შედეგი არ დამდგარა“, - თქვა ჭანტურიამ.
ოთხოზორიას დედის თქმით, კანჯი-ოღლიზე არანაკლებ დამნაშავეა სამი პირი, ვინც ბრალდებულს თან ახლდა. ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, მათ მიმართ საქართველოს საგამოძიებო უწყებას არანაირი კითხვა არ ჰქონია.
გიგა ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, ასევე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გიგა ოითხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ კი რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


