კომენტარი
უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ოკუპანტები ჩასვან ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში - ელენე ხოშტარია
რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი სისასტიკეებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, – აცხადებს პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, რუსეთისგან გასაკვირი არაფერი არ არის.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარზე სამართლებრივად პასუხისმგებლობას რუსეთი ატარებს. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლების ქმედებები და პოზიცია. ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ეს არის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, იქ აუცილებლად უნდა იყვნენ პასუხისმგებლები რუსები ამ დანაშაულზე. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ოკუპანტები ჩასვან ამ სიაში რათა მათ აგონ პასუხი”, – განაცხადა ხოშტარიამ.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


