უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
კომენტარი


უქნარების, ნაცარქექიების და მექრთამეების ნახვა თუ უნდა, ერეკლეს ქუჩაზეა „ქართული ოცნების“ ოფისი - ალეკო ელისაშვილის პასუხი კახა კალაძეს
ალეკო ელისაშვილის მიერ დედაქალაქის მერის გაკრიტიკებას ღამის ეკონომიკის საკითხთან დაკავშირებით, კახა კალაძის პასუხი მოყვა. დედაქალაქის მერმა ელისაშვილს უქნარა და ნაცარქექია უწოდა.
მისი მისამართით გამოთქმულ ეპითეტებზე კომენტარი ალეკო ელისაშვილმა ტვ ,,პირველის“ ეთერში გააკეთა და განაცხადა, რომ კალაძის მერობის 4 თვის განმავლობაში მხოლოდ კამერებთან კეკლუცობას ჰქონდა ადგილი.
,,არ ესმის არც კალაძეს და არც მის გუნდს საერთოდ რა პრობლემებია ამ ქალაქში. ან ვერ ხვდებიან, ან გაურბიან. რაღაც ნაცრის შეყრა უნდათ. ნებისმერ შემთხვეევაში ეს არის მავნებლობა. სამსახური შეიქმნება, მოადგილეები იქნება. მოადგილეებს თანაშემწეები ეყოლებათ, მათ მძღოლები, ყავის მომდუღებლები, ცალკე ბიუჯეტი და ამ დროს შეიძლება ყველაფრის მარტივად მოგვარება. მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სამსახური და მას დაედო კონცეფცია როგორც დღის ეკონომიკაზე, ასე ღამისაზე და ასე განევითარებინა...მაგრამ ამის მაგივრად არასერიოზულ ნაბიჯებს დგამენ და უბრალოდ ფლანგავენ ფულს.
კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს არის არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. კალაძე რატომ ლაპარაკობს ასე არაკორექტულად? მე მესმის მისი. უკვე ოთხი თვე გავიდა და ამ ოთხი თვის განმავლობაში მეც და ნებისმიერმაც, ვინც ვადევნებდით თვალყურს, ვნახეთ კამერებთან კეკელუცობა და არაფრის კეთება. მიწისქვეშა გადასასვლელი მორეცხეს და ლეკვი მიიყვანეს მერიაში - ნუ კარგით - მერე?
ნებისმიერმა თბილისელმა თავისთავს ჰკითხოს, ამ ოთხი თვის განმავლობაში რამე ტენდენციას, ხაზგაზსმით ვამბობ, რამე ტენდენცია, იმიტომ რომ 4 თვეში ამ დანჯღრეული ქალაქისგან, როგორიც თბილისია, ვერ შექმნიდი ევროპული დონის გაძლიერებულ ქალაქს. რამე ტენდენცია დაინახეთ? თქვენი ცხოვრება ოდნავ მაინც გაუმჯობესდა? რამეს ხედავთ რომ მოწესრიგდა და გაკეთდა. თითოეულმა მოქალაქემ თქვენ თავს ჰკითხეთ, - ამ ოთხი თვის განმავლობაში უკეთეს ჰაერს სუნთქავს? უფრო მეტი რეკრეაციაა? სამშენებლო ქაოსი გაჩერდა? სითი პარკის პრობლემა მოგვარდა? საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა ? უფრო მეტი სიმწვანეა? ქალაქში ბავშვებს ასეირნებთ? ტროტუარზე დადიხართ? საცობები არის? ამაშია საქმე და როდესაც ამაზე მივუთითე და გავაკრიტიკე, გამოხტა და ასეთი არაკორექტული განცხადებებით გამოვიდა.
უქნარების, ნაცარქექიების და მექრთამეების ნახვა თუ უნდა, ერეკლეს ქუჩაზეა „ქართული ოცნების“ ოფისი,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პრემიერი ოპოზიციაზე - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ დედაქალაქში, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ
18 სექტემბერი, 2025 , 19:49
ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე - თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება
18 სექტემბერი, 2025 , 19:44

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:30
საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს - ირაკლი კობახიძე
17 სექტემბერი, 2025 , 19:30

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა - ირაკლი კობახიძე
17 სექტემბერი, 2025 , 19:27
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან - კახა კალაძე
17 სექტემბერი, 2025 , 12:35