უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


უსახლკარო პირთათვის თავშესაფრის უზრუნველყოფისას ქულის მინიჭების წესი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენმა მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესა და თბილისის მერს, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს უსახლკარო პირთათვის თავშესაფრის უზრუნველყოფისას ქულის მინიჭების წესი, ასევე მკაფიოდ იყოს ჩაწერილი, კონკრეტულ კრიტერიუმებს რამდენი ქულა შეესაბამება.
სახალხო დამცველის შეფასებით, ქულების მინიჭების წესი არაა დარეგულირებული საკრებულოს განკარგულებით, რის გამოც პროცედურა ეყრდნობა შესაბამისი კომისიის წევრთა პირად შეხედულებებს. ომბუდსმენის თქმით, ეს არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკს ზრდის და აფერხებს კომისიის ეფექტურ მუშაობას.
„მედიანიუსი“ სახალხო დამცველს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურაში ქულის მინიჭების წესის კანონმდებლობით მოწესრიგების თაობაზე წინადადებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 9 დეკემბრის N49.03.1384 განკარგულებით შეიქმნა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია“. კომისიის სხდომებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურის ის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებისთვის ქულების მინიჭებას ეხება, არ არის დარეგულირებული რაიმე სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, ქულების მინიჭება ხორციელდება კომისიის წევრების პირად შეხედულებებზე დაყრდნობით და ისინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ კონკრეტული კრიტერიუმისა თუ პრიორიტეტის საფუძველზე პირისთვის მისანიჭებელი ქულის ოდენობას. საყურადღებოა, რომ მინიჭებული ქულა არსებითად განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს.
სახალხო დამცველის შეფასებით, სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე ქულის მინიჭების პრაქტიკა წარმოშობს მისი არათანაბარი ან/და თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას და უსახლკარო პირთა უფლებების დარღვევის საფრთხეს. აუცილებელია განსახილველი საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება. აგრეთვე, გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, დახმარების სამიზნე ჯგუფი და საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული, თუ როგორ ხორციელდება თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურა და ამ მიმართულებით გამოყოფილი სახელმწიფო რესურსის განაწილება.
ყოველგვარი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე შეფასების სისტემის გამოყენება აფერხებს კომისიის ობიექტურად, გამჭვირვალედ და ეფექტურად ფუნქციონირებას და საფრთხეს უქმნის უსახლკარო პირთა უფლებებს. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოითხოვა თავშესაფრით დაკმაყოფილების პროცედურაში ქულის მინიჭების წესი კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდეს და თითოეული პრიორიტეტული ნიშანი და კრიტერიუმი კონკრეტული ქულით განისაზღვროს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, ზემოხსენებული საკითხის მოსაწესრიგებლად კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა მიმდინარე წლის სექტემბერში არის დაგეგმილი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პროცესი შეუქცევადი იქნება და გამოთქვამს მზადყოფნას, მისი წარმომადგენელი ჩაერთოს ცვლილებაზე მუშაობის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03