პოლიტიკა
უშიშროების საბჭოს მთელი ძალისმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე - დავით რაქვიაშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტის მიერ დასახელებულმა დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და ის პრიორიტეტები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, სამოქმედო გეგმად დაუსახა პრეზიდენტმა.
რაქვიაშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურში ყოფნა განსაკუთრებით და მით უმეტეს, ქვეყნის სადარაჯოზე დგომა ნებისმიერი ქართველისთვის უდიდესი პატივია.
,,ამავდროულად, უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობა განსაკუთრებით დიდი პატივია, ეს კარგად მესმის. ისეთ დროს, როდესაც ქვეყანას არ ემუქრება მყისიერი საფრთხე, უშიშროების საბჭოს მთელი ძალისმევა მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შესაძლო საფრთხეების გამოვლენასა და მათ პრევენციაზე. მაშინ, როდესაც სასწორზე დევს მშვიდობა, სახელმწიფოებრიობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭო სწორედ ის პოლიტიკური სათათბიროა, სადაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ამ ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავ გადაწყვეტილებებს განიხილავს.
გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესუსტების მცდელობის, ტერორიზმის გეოგრაფიის ზრდის და ევროპულ ღირებულებებთან მიმართებაში დაპირისპირებული აქტორების მომრავლების ფონზე, ჩვენს რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, უდავოდ მოითხოვს, სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას. ასე ცვალებად გარემოში შესაძლო გამოწვევების გამკლავება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებით, მხოლოდ მათი კოორდინირებული მოქმედებით, ქვეყნის უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში პოლიტიკური ძალების კონსოლოდირებული პოზიციით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების მხარდამჭერის მობილიზებით’’, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა მის წინამორბედს, ირინა იმერლიშვილს და უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს.
,,ქალბატონი ირინა ამ უწყებას ხელმძღვანელობდა რთულ დროს, მანდატის ცვლილების პირობებში. მან შექმნა ამ ინსტიტუციის შემდგომი განვითარებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მჯყარი საფუძველი’’, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

