არქივი
სამართალი
უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორივე მოკლულს დანით ჭრილობა მიაყენა - პროკურორი
უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით ჭრილობა მიაყენა, - განაცხადა მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებზე საუბრისას.
მისი ინფორმაციით, ბრალდებულმა აღნიშნული დანის გადამალვა ერთ-ერთ პირს დაავალა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა გამოძიების მიერ.
„შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იქნა ორივე გარდაცვლილის სისხლის ნიმუშები და მათმა ადგილმდებარეობამ და ლოკაციამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ადგილები.
ასევე, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ.-ს დანაზე. საქმის ერთ-ერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისათვის ბრალდებული გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული ხელსახოცში გახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა მოკლული ლ.დ-ს და ბრალდებული გ.ბ-ს ბიოლოგიური მასალა. ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე რომელშიც გადახვეული იყო აღიშნული დანა, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა, რითაც უტყუარად დადგინდა, რომ ამ ბრალდებულმა გ.ბ-მ დანით ორივე მოკლულს მიაყენა ჭრილობა.
საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო პროცედურა. მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა. მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნით რომელსაც გააჩნია ერთ მხარეს ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეს ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად“, -განაცხადა მალხაზ კაპანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

