უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აგვისტო, 2018 16:40
font-size

უცხო ენების გამოცდებზე პირველადი მონაცემებით, 6,2% კი ჩაიჭრა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხო ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

პირველადი მონაცემებით, გამოცდის მაქსიმალური 90 ქულა რეკორდულად მაღალმა 109 აბიტურიენტმა აიღო, ხოლო 6,2% კი ჩაიჭრა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენის ჯგუფის ხელმძღვანელის რუსუდან ტყემალაძის შეფასებით, როგორც ჩაჭრილების, ასევე უმაღლესი ქულების ამღებთა ორივე შედეგი წინა წელთან შედარებით მაღალია

„უმაღლესი 90 ქულა აიღო 109 აბიტურიენტმა, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თემის წერის ნაწილში, რომელიც ტრადიციულად უჭირთ აბიტურიენტებს, მაქსიმალური 16 ქულა აიღეს და სხვა საკითხებიც შეცდომის გარეშე დაძლიეს. შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მეტია 90 ქულის მქონე აბიტურიენტთა რაოდენობა, თუმცა ამავე დროს ასევე შარშანდელთან შედარებით ოდნავ უფრო მეტია ჩაჭრილთა რაოდენობაც”, – განაცხადა რუსუდან ტყემალაძემ.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ სკალირების შემდეგ ჩაჭრილთა პროცენტული მაჩვენებელი დაიკლებს.

„ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ინგლისურის ოთხივე ვარიანტში, რომელიმე ოდნავ რთული აღმოჩნდა. მოხდება ვარიანტების სკალირება და დადგინდება თითოეული ვარიანტის სირთულის დონე. სკალირების პროცესი საკმაოდ ფაქიზი ანალიზია, რომელიც ადასტურებს, რომელი ვარიანტი იყო, ან ოდნავ რთული ან ოდნავ მარტივი და ამის მიხედვით შეიძლება გამსვლელი ქულა რამდენიმე აბიტურიენტს ერთით მოემატოს. ამის შედეგად 6,2 პროცენტი ოდნავ ალბათ დაიკლებს, მაგრამ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ის შეიძლება გახდეს 5%,“- განაცხადა ტყემალაძემ.

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და