სამართალი

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" წევრი იყო და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.
“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ასევე, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. მისი მონაწილეობით ინტერნეტსივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდებაა ასახული.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) დაუსწრებლად წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
26 სექტემბერი, 2025 , 12:32
კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი
24 სექტემბერი, 2025 , 13:06
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
22 სექტემბერი, 2025 , 12:57
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
19 სექტემბერი, 2025 , 17:24

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა
19 სექტემბერი, 2025 , 13:17

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
18 სექტემბერი, 2025 , 20:10