უკან

მსოფლიო

14 აპრილი, 2018 14:55
font-size

უცხოური მედია სირიაზე იერიშის დროს გამოყენებული სამხედრო ტექნიკისა და დაბომბილი ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს

მსოფლიო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რა სახის სამხედრო ძალა გამოიყენეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის მთავრობის ობიექტებზე იერიშის განსახორციელებლად.

- ბრიტანეთმა გამოიყენა 4 Tornado-ის ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც აღჭურვილი იყო Storm Shadow-ის რაკეტებით.

- საფრანგეთმა გამოიყენა ავიაგამანადგურებელი Dassault Rafale, რომელიც ბრიტანული ტორნადოს მსგავსად აღჭურვილია შორი მოქმედების რაკეტებით.

- აშშ-მ დაადასტურა, რომ გამოიყენა B-1 ტიპის ბომბდამშენები

- აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თქმით, იერიშში მიიღო მონაწილეობა ერთმა სამხედრო გემმა, რომელსაც ათეულობით ტომოჰავკითაა აღჭურვილი.

- საფრანგეთმა გამოიყენა 4 ფრიგატი, რომლებმაც რაკეტები გაუშვეს.

რაც შეეხება სამიზნეებს, მედიაში შემდეგი ინფორმაცია ვრცელდება:

დამასკში მდებარე საკვლევი ცენტრი

იარაღის საცავი ჰომსში

სამხედრო დანაყოფი და ქიმიური იარაღის საწყობი ჰომსთან ახლოს

ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი რეგიონალური სამხედრო ალიანსის ინფორმაციით, იერიში მიიტანეს ალ-დიმასში მდებარე ალ-შირაის საჰაერო ბაზაზე, რაზეც აშშ-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

როიტერსის ცნობით, იერიში განხორციელდა დამასკის ჩრდილოეთით მდებარე მასიაფზე, ასევე იარაღის საწყობზე ქალამუნის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამასკის სამხრეთით მდებარე კისიუს ტერიტორიაასა და კასიუნის მთებზე მიმდებარე არეალში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დღეს გამთენიისას კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, ესაა პასუხი 7 აპრილს, ქალაქ დუმაზე განხორციელებულ იერიშზე, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რამე მონაწილეობას უარყოფს.

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა

6 ოქტომბერი, 2025 , 13:49

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა. ფრანგული მედიის თანახმად, სებასტიან ლეკორნუმ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა, რომელმაც თხოვნა დააკმა

ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დრონებით შემოჭრის უკან რუსეთი დგას - ფრიდრიხ მერცი

6 ოქტომბერი, 2025 , 10:10

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გერმანიაში დრონებით შემოჭრის უკან რუსეთი დგას,  – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მერცმა აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, შაბათ-კვირას 

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო

1 ოქტომბერი, 2025 , 10:20

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 55-მ

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი

30 სექტემბერი, 2025 , 09:23

თეთრი სახლი ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის "ყოვლისმომცველ გეგმას" აქვეყნებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება. გეგმის თანახმად, „თუ ორივე მხარე დათანხმდება წინადად