უკან

სამართალი

16 ნოემბერი, 2016 17:10
font-size

უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის განხილვას 21 ნოემბრიდან ზეპირი მოსმენის გარეშე დაიწყებს

უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმის არსებით განხილვას 21 ნოემბრიდან დაიწყებს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სასამართლოდან ტელეკომპანიის იურისტებს აცნობეს.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 მოითხოვდა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ტელეკომპანიის საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარმართულიყო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

,,ვინაიდან ეს დავა არ არის სუფთა სამართლებრივი და ეს რომ სამართლებრივი დავა ყოფილიყო, პირველ ინსტანციაშივე სულ სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ცხადია, სამართლებრივად არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება არ იყოს სამართლიანი და დადგეს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აწევთ ამხელა ტვირთი და გვაქვს იმედი მათი პატიოსნების და პროფესიული ღირსების’’, - განაცხადა ტელეკომპანიის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

2 თებერვალი, 2026 , 11:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა

2 თებერვალი, 2026 , 11:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტ

პოლიციამ თბილისში მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

2 თებერვალი, 2026 , 11:14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თურქ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი ოთხი პირი დააკავეს

2 თებერვალი, 2026 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ოთხი მო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30 იანვარი, 2026 , 11:58

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ - დაკავებულია ოთხი პირი

30 იანვარი, 2026 , 11:34

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი: 2004 წელს დაბადებული ი.გ.,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი