უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 მარტი, 2017 14:10
font-size

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, ადმინისტრაციული სხდომების საჯაროობა შეიზღუდოს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესს სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების თაობაზე მიმართავს, რომელმაც შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობისთვის დასაშვები გახადოს ადმინისტრაციული სხდომების საჯაროობის დარღვევა და საჯარო უწყებებმა ადმინისტარციული სამართალწამოების პროცესში, საკუთარი შეხედულებისამებრ, სხდომაზე არ დაუშვან საკითხის განხილვასთან დაინტერესებული პირები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, რუსლან ალექსიძის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს ორგანიზაციის საკასაციო საჩივარს, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა. ორგანიზაცია ასაჩივრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბრის ადმინისტრაციულ სხდომაზე ჩადენილ ქმედებას. ცესკო–მ ადმინისტრაციულ სხდომაზე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, მოულოდნელად, დარბაზიდან გააძევა ორგანიზაციის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მთავარი იურისტი და იურისტი. ორგანიზაციის თანამშრომლები, კანონის თანახმად, წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენდა მათ ინტერესებზე. შესაბამისად, ორგანიზაციამ საერთო სასამართლოებს მიმართა, სადავო გახდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფის დარღვევა.

რუსლან ალექსიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თავიანთ გადაწყვეტილებებში, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარღვია კანონი და არ უზრუნველყო ადმინისტარციული სხდომის საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვა. მიუხედავად სასამართლოების ასეთი მიდგომისა და მსჯელობისა, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების მიუხედავად, ბათილად არ იქნა ცნობილი ცესკო–ს სხდომაზე მიღებული განკარგულება. სასამართლოების პოზიცია დაეფუძნა ერთადერთ გარემოებას, რომ დარღვევის მიუხედავად, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეძლო საკუთარი პოზიციების დაცვა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაც, რაც პირდაპირ ეწინააღდმეგება ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ სამართალწარმოების პრინციპებსა და მათ საჯაროობის საკითხს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, თუკი საქართველოს უზენაესი სასამართლო დაუშვებლად სცნობს აღნიშნულ საკასაციო საჩივარს და სიღმისეულად არ განიხილავს ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნას, შესაძლებელია სასამართლომ დაამკვიდროს გამოუსწორებელი პრაქტიკა და საქართველოში საჯარო უწყებებს, ადმინისტარციულ ორგანოებს საშუალება მიეცეთ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესის საჯაროობა ხელყონ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში არ დაუშვან კანონით დაშვებული დაინტერესებული პირები და მოახდინონ მათი საჯარო სხდომიდან გაშვება, რაც შემდგომში განიმარტება ასეთი საჯარო უწყებებისა და ადმინისტრაციული ორგანოების დისკრეციულ უფლებამოსილებად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოების ასეთი მიდგომებისა და მსჯელობის მიუხედავად, ამასთან თუკი საქართველოს უზენაესი სასამართლო კანონიერ ძალაში დატოვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩიენებას, ნამდვილად, ერთმნიშვნელოვნად და არსებითად წახალისდება საჯარო უწყებები და ადმინისტრაციული ორგანოები, ვინაიდან სასამართლო პირდაპირ ვალდებულია განსახილველი საქმე გადაჭრას საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მოთხოვნებთან და არ მოახდინოს ნორმის კანონის საწინააღმდეგოდ განმარტება. თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებმა, სამწუხაროდ, საჯაროობის კონსტიტუციური პრინციპის ხელყოფის ლეგიტიმური საფუძველი შექმნეს და მათი გადაწყვეტილებებით, მთლიანად საზოგადოების კანონიერი ინტერესები დგას საფრთხის ქვეშ.

ცნობისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განჩინებით, დასაშვებობის შესამოწმებლად, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული (მოსამართლე: მაია ვაჩაძე). ორგანიზაცია საკასაციო საჩივრით, აგრეთვე აყენებს შუამდგომლობას და მოითხოვს საქმის განხილვას ზეპირი მოსმენით.

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს თანამშრომელი დააკავეს

2 ივლისი, 2020 , 11:30

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე უცხოური საწარმოს მსს „საფეჯის მუდმივი დაწესებულების“ თანამშრომელი დააკავეს. მათი ცნობით, სახელმწიფო უსაფრ

შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1 ივლისი, 2020 , 17:30

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შ.შ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენ

საპარლამენტო უმცირესობა უქმდება

1 ივლისი, 2020 , 16:50

რეგლამენტის პროექტის თანახმად, უქმდება საპარლამენტო უმცირესობა და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელე

ლაგოდეხის ნაკრძალში 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს ბრალი წარედგინა

1 ივლისი, 2020 , 14:40

პროკურატურამ სკოლა „ალბიონი”-ს პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა. საქმე ეხება 2019 წლის 26

სააპელაციო სასამართლომ გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

1 ივლისი, 2020 , 11:30

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

1 ივლისი, 2020 , 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე