უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2025 12:48
font-size

ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს, სადაც „მსჯავრდებულისა და მისი გარემოცვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ჩიკვაიძის მიმართ არასათანადო მოპყრობას“.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ვიდეომასალა მოიცავს 2025 წლის 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს, სადაც ჩანს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე, როგორ იღებს მსჯავრდებული თავის თანამესაკნეებთან ერთად საკვებს როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულთა კვების რაციონით გათვალისწინებულს, ისე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენილს.

საქმე ეხება ჩიკვაიძის განცხადებას, სადაც მან იუსტიციის მინისტრს მიმართა და თქვა, რომ „საკანში მსხდომ 3 პატიმარს, დამცინავად 1 ცალი კატლეტი შემოუგდეს".

„2025 წლის 22 სექტემბერს (შუადღით) გ.ჩიკვაიძეს შეეთავაზა „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დადგენილი მენიუს მიხედვით განსაზღვრული საკვები, რომელთაგან მსჯავრდებულმა თანხმობა განაცხადა მხოლოდ კოტლეტის მიღებაზე (გარნირის გარეშე). მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე 2025 წლის 17 სექტემბრიდან იმყოფება ღვიძლით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრულ დიეტურ კვებაზე და აღნიშნული მენიუს მიხედვით 2025 წლის 22 სექტემბერს 13:35 საათზე მას მიეწოდა საკვები (კოტლეტი), მისი თანამესაკნეების მენიუთი 2025 წლის 22 სექტემბერს კოტლეტი გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა.

განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის თანამესაკნეებს შორის არცერთი არ საჭიროებს დიეტურ კვებას, მათ საკვები მიეწოდებათ ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ „დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთათვის და პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთათვის“ დადგენილი მენიუ-განრიგის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძისთვის მიწოდებული კოტლეტი განკუთვნილი იყო მხოლოდ მისთვის, და აღნიშნული არ წარმოადგენდა სამი ადამიანისთვის განკუთვნილ ულუფას.

პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიკვაიძემ 25 სექტემბერს, სასამართლო სხდომაზე იუსტიციის მინისტრს მიმართა. როგორც ჩიკვაიძემ აღნიშნა, "საკანში მსხდომ 3 პატიმარს, დამცინავად 1 ცალი კატლეტი შემოუგდეს".

„ბატონ სალიას მინდა მივმართო, გამოთხოვილი მაქვს ჩემი დოკუმენტაცია და გავასაჯაროებ 22 სექტემბრის ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ საკანში მსხდომ 3 პატიმარს, დამცინავად 1 ცალი კატლეტი შემოგვიგდეს“,- აღნიშნა ჩიკვაიძემ.

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ.

პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

30 სექტემბერი, 2025 , 14:04

საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურ

საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები

30 სექტემბერი, 2025 , 13:01

საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სტრატეგიული ხედვაა, რომელიც აერთიანებს განათლების, ბიზნესის, დასაქმების და გარემოს დაცვის მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, ბანკი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხე

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

29 სექტემბერი, 2025 , 19:49

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის  მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუ

საქართველოს ბანკის პარტნიორმა “ლაიონ აუქციონმა” ამიერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გამართა

29 სექტემბერი, 2025 , 18:11

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, 27 სექტემბერს, წეროვანში, ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე, ამიერკავკასიაში პირველი, ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქცი

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს EXTRA-ზე ქეშბექის მიღების შესაძლებლობა აქვთ

29 სექტემბერი, 2025 , 17:29

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. 30 სექტემბრის ჩათვლით, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, EXTRA-ზე შოპინგისას სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოტო მოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა

29 სექტემბერი, 2025 , 16:59

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტო ინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ხელშეწყობით, ოტ