უკან

სამართალი

28 დეკემბერი, 2018 17:20
font-size

ვაშა ამ მოსამართლის სიმამაცეს, რომ ამ სისტემის რაღაც ბრჭყალებიდან ამოცურა და მაინც თავისი გააკეთა - „ბახალას“ დედა

„უფლის იმედით ვიყავი, მაგრამ ლოგიკურს არაფერს არ ველოდი. ვაშა ამ მოსამართლის სიმამაცეს, რომ ამ სისტემის რაღაც ბრჭყალებიდან ამოცურა და მაინც თავისი გააკეთა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (იმავე „ბახალას“) დედამ, ნანა ჩხიკვიშვილმა გამამართლებელი განაჩენის შემდეგ განუცხადა.

ჩხიკვიშვილის განცხადებით, მას ორი წელია, ყველაფრის იმედი დაკარგული ჰქონდა, თუმცა მისი შვილი მაინც იბრძოდა.

„უფალი სუფევს, ყველგან არის, ყველაფერს ხედავს და ყოველთვის თავის ადგილას გამოჩნდება. ეს არის ერთადერთი ჩემი სათქმელი და ჩასაბღაუჭებელი, თორემ მე და გიორგის ამ ქვეყნის ამ სისტემის, ამ სივრცის იმედი ორი წელია დაკარგული გვაქვს. ჩემი გიორგი იბრძვის, მე ხელებჩამოყრილი, გაოგნებული დედა ვარ, ხელმოცარული დედა ვიყავი. ორი პოლიციელის ჩვენების გამო, აგვაფარეს სახეზე ორგანიზებული ჯგუფის წევრის სახელი, თქვეს, რომ ნარკოტიკი გიორგის ჩამოტანილი იყო და საქვეყნოდ დამნაშავედ გამოაცხადეს. მეორე დილით ტაძარში რომ მივედი, ყველას სულელი ვეგონე, რომ გამოვჩნდი და არ დავიმალე", - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი (იგივე „ბახალა“) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ უდანაშაულოდ ცნო.

თუმცა ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპატიმროს არ დატოვებს.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ

საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა

17 ნოემბერი, 2025 , 12:53

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაა

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს