უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ 109-ე ბაღში გაგრძელდეს სწავლა - კახა კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ უარყო ინფორმაცია, რომ ისნის რაიონში მდებარე 109-ე ბაგა-ბაღი უნდა გასხვისდეს და ამის გამო დაიკეტა.
კალაძის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა შენობის ავარიულობა, რის გამოც ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა წლის ბოლომდე.
„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც დედაქალაქის მერი, რომ ასეთი ქმედებები [ბაღის გასხვისება] ჩვენი ხელისუფლების დროს დაუშვებელია. თუ რაიმეს გასხვისება გვინდა, ამას ღიად ვიტყვით, არაფერი გვაქვს მოსახლეობასთან დასამალი. ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ბაღების შემოწმება. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ეს კონკრეტული ბაღი ავარიული და საშიშია. შესაბამისად, მე როგორც დედაქალაქის მერი, ნამდვილად ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ ბაღში გაგრძელდეს სწავლა. მე მგონი, ეს მშობლებმაც კარგად უნდა გაიაზრონ. რომელ ბაღშიც სწავლა დროებით შეჩერებულია, წლის ბოლოსთვის ყველანაირი სამუშაოები იქნება დასრულებული“, – თქვა მერმა.
109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ბაღის დახურვას აპროტესტებენ. მათ არ სჯერათ, რომ ბაღის დახურვის მიზეზი შენობის ავარიულობაა და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც გულისხმობს შენობის გამაგრების საჭიროებას. ამის გათვალისწინებით, შენობა დღეს იკეტება.
სულ აღნიშნულ ბაღში 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, ისინი კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ ბაღში განაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.
საკვანძო სიტყვები:
ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე
22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29