უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
არქივი
პოლიტიკა

ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა - გიორგი შარაშიძე
ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა, - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა გიორგი შარაშიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოიკოტმა როგორც დეპოლარიზაციის მცდელობა ჩაშალა, ისე არჩევნების და მშვიდობიანი ცვლილების პროცესი დააზიანა.
შარაშიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ცვლილებები მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის მიღწევადი და მათი გუნდი გააგრძელებს ბრძოლას განახლებული გეგმით.
„დღეს ორი მხარე ზეიმობს, რომ ბოიკოტი შედგა. „ოცნება“ ზეიმობს, რადგან თბილისში მხოლოდ 215 000 ხმით, 20 პროცენტიანი მხარდაჭერით „80 პროცენტიანი“ მერი აირჩია და „ნაცები“ რას ზეიმობენ, გაუგებარია.
საბოლოო ჯამში დაზიანდა ქვეყანა.
ბოიკოტმა გაიმარჯვა! საქართველო დამარცხდა!
ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას - შეცდომა, დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა.
ფაქტია, რომ საზოგადოებაში მოთხოვნაა ცვლილებებზე, მაგრამ მშვიდობიან ცვლილებებზე, რაც დადასტურდა 4 ოქტომბერს.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, რომელიც ამ რთულ ვითარებაში თავდასხმის და შანტაჟის მიუხედავად მივიდა არჩევნებზე და საკუთარი ნდობა გამოგვიცხადა.
ყველა, ვინც საარჩევნო ყუთთან მივიდა - განაცხადა რომ ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების და სტაბილურობის ერთადერთი შანსი და პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში და არა ქუჩაში.
ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება აღარასდროს უნდა მოხდეს ძალადობრივი გზით.
ფაქტია, რომ 4 ოქტომბერი შესაძლებელი გახდა შეცდომების ჯაჭვის შემდეგი ქმედებების ან უმოქმედობის შედეგად:
1. გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რის ალტერნატივად დარჩა მხოლოდ ქუჩა.
2. საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ, რომ ბოიკოტი არ იყო პოლიტიკურად გამართლებული და სწორი გზა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად.
3. ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა.
4. და “ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში დავგვავიწყდა მთავარი - თუ არ დაამარცხე ნაცები, ვერ დაამარცხებ ოცნებას
ამ ყველაფერმა მიგვიყვანა შედეგამდე, რომ თბილისში სადაც მილიონი ამომრჩეველია 215 ათასი ხმით თბილისის მერი გახდა ადამიანი, რომელმაც წინა არჩევნებზე თბილისი მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ თბილისი კორუმპირებულ კალაძეს და მოძალადე ოცნებას.
მოხდა როგორც მშვიდობიანი პროტესტის, ისე არჩევნების, როგორც მშვიდობიანი ცვლილების დისკრედიტაცია და “ოცნებას” გაუჩნდა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ მეტად დამძიმების შესაძლებლობა.
უსამართლო, უთანასწორო არჩევნებში შესვლისას ჩვენ გააზრებული გვქონდა, რომ ნებისმიერი შედეგი შეიძლება დამდგარიყო. ჩვენთვის მთავარია, ყველაფრის მიუხედავად, პატივი ვცეთ კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ და ახლაც პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვაანალიზებთ ყველა გარემოებას და მიზეზს, არ გავურბივართ დამდგარ რეალობას და ვაღიარებთ თუნდაც უსამართლო ბრძოლაში დამარცხებას.
სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადეობრივი აზრისთვის ბრძოლა წავაგეთ.
თუმცა, შეიძლება ერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ოცნება აქვთ - როგორმე გააქრონ პარტია ,,გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური ველიდან, რადგან ამ ორი რადიკალური ძალის ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება თუ ვინმეს შეუძლია ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდია.
ბრძოლის ამ აუცილებლად გასავლელი ეტაპის შემდეგ, ჩვენ განახლებული გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას,“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12