პოლიტიკა
ვფიქრობ, რომ ახლა მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ, აღარ რსცხვენიათ საერთოდ? - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე გაწირეს, რათა „გამოაძვრინონ“ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე მიხეილ კალანდია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი.
სარალიძის თქმით, მას აქამდე მორჩაძეზე არაფერი არ სმენია.
„საინტერესოა, ვინ არის მოწმე და ვინ თქვა, რომ მორჩაძემ ეს დანაშაული ჩაიდინა. გამოდის, რომ ამით მიხეილ კალანდიას ჩვენებას აპრავებენ. მერაბ მორჩაძე დააკავეს იქიდან გამომდინარე, მიხეილ კალანდიამ რა ჩვენებებიც შეცვალა სასამართლოზე, რომ გააპრავონ მორჩაძის დაკავებით, რომ კალანდია ზეწოლის ქვეშ აძლევდა ჩვენებებს და კალანდია გამოაძვრინონ? ვაი მაგათ პატრონს, მაგ სისულეების უკვე აღარავის არ სჯერა. ზუსტად ამიტომ მოვითხოვე გიორგი გახარიას გადადგომა, მეტი კი არაფრისთვის. კიდევ სისულელე ნაბიჯებს რომ დგამენ და ცდილობენ, საქმეები შეკერონ.
რა შუაშია მორჩაძე, საერთოდ არ გამიგია ეს გვარი ამ ექვსი თვის განმავლობაში, აზრზე არ ვარ, ვინ არის. მედიით გავიგე, რომ კალანდიების ნათესავი ყოფილა. ვფიქრობ, რომ ახლა მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ, აღარ რსცხვენიათ საერთოდ?“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მოწმის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


