უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
კომენტარი
ვინც ამართლებს რუსულ აგრესიას, თავად არის აგრესორის მხარეს - გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე
ვინც ამართლებს რუსულ აგრესიას, თავად არის აგრესორის მხარეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წლის ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს.
გიორგი მარგველაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შემდეგ კითხვებსაც უპასუხა.
„ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰყოლოდა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, მივაღწიე მიზანს, „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინა კანდიდატი და ამით შევქმენი ოპოზიციისთვის, თავად წარადგინონ კანდიდატი და უფრო მეტი თანაბარი გარემო ჩამოყალიბებულიყო მათთვის. გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას, მათზეა დამოკიდებული.
საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა იქნება ის, რომ წავიდეს ბევრ დედაქალაქში და დაიცვას ქვეყნის პოზიცია. მან უნდა თქვას, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი რუსეთის აგრესიის გასამართლებლად. ვინც ცდილობს რუსეთის აგრესიის გამართლებას ჩვენს მიწაზე, აგრესორისა და ისტორიის ბნელ მხარეზე დგას. ამის გარდა, პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. ჯარისკაცები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განცხადებები მათ სამსახურს შეესაბამება, სადაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს მათ სამსახურს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალში მცხოვრები „ჩვენი მოსახლეობა“.
საკვანძო სიტყვები:
კახა კალაძე ჟურნალისტს - 2011 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში
23 თებერვალი, 2026 , 16:01
ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს - ირაკლი კობახიძე
23 თებერვალი, 2026 , 13:12
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
20 თებერვალი, 2026 , 17:03
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 19:03
პრემიერი გახარიას პარტიაზე: ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული, ლიდერი თავს აფარებს გერმანიას იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა
19 თებერვალი, 2026 , 18:48
არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 18:41




